კალაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობა გაუფუჭდება

28.07.24 15:37
კალაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობა გაუფუჭდება

დასავლელი პარტიორების გაფრთხილებების მიუხედავად, "ქართული ოცნება" რიტორიკას არ ცვლის. კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც საქართველოს მის პარტნიორებთან ურთიერთობები გაუფუჭდება.  

ამასთან, "ოცნების" გენერალური მდივანი ისევ დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოში საკუთარი ინტერესების გატარება სურთ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის ფასად. 

არანაირი საბაბი არ არსებობს იმის, რომ მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს. ისევ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ, 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდებოდა და ის უბედურება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება უკეთებდა საქართველოს მოსახლეობას, ამაზე გვეუბდნებოდნენ, რომ იყო დემოკრატიის შუქურა, წარმოგიდგენიათ? და ახლა ის ადამიანები ისევ გვეუბნებიან, რომ თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი იყოს გამოყენებული თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და მივიღოთ ის უბედურება ქვეყანაში, რა უბედურებაც დღეს, სამწუხაროდ, არის უკრაინაში. ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ნახეთ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა. შესაბამისად, ამ ბინძურ ძალასთან საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში, ეს არის ძალა, რომელიც მკადრებელია ყველაფრის, - ამბობს კალაძე. 

შტატებიდან გაფრთხილებები არ წყდება. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს კურსი და დაასრულოს ავტორიტარული მიდგომები. ივანიშვილის გუნდს უკვე ღიად ეუბნებიან, რომ არადემოკრატიული ნაბიჯების გამო ვაშინგტონს ერთჯერადი  პასუხიი არ ექნება.

სენატის სხდომამდე ზუსტად სამი დღე რჩება. სანქციების არქიტექტორი ჯიმ ობრაენი საქართველოს შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.