პროტესტი "ევოლუშენში" - გაფიცულები ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებენ და ვადას 1 აგვისტომდე აძლევენ
"ევოლუშენ ჯოირჯიას" ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს ისევ არ ელაპარაკება. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, 45 მოთხოვნას შორის, 3 ძირითადი მოთხოვნა ადამიანური სამუშაო პირობები, ხელფასის მატება და უსაფუძვლოდ გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა.
გაფიცულები დამსაქმებელს ულტიმატუმს უყენებენ და ვადას 1 აგვისტომდე აძლევენ. მათი თქმით, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ისინი აგვისტოს თვეში "ევოლუშენის" მუშაობას შეაჩერებენ, თუმცა როგორ აპირებენ ამას, დეტალებზე არ საუბრობენ.
არანაირი წინსვლა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ იზრდება გაფიცულთა რაოდენობა. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილდა, ეს არის ის, რომ გაათავისუფლეს მენეჯერები, რომლებმაც ამ არაადამიანურ ფაქტებში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ არასრულად არიან გათავისუფლებულები. 1 აგვისტოს შევრიკბებით სრულიად მშვიდობიანად, ჰუმანურად და პროტესტის იმ გზებით, რომელიც რეგლამენტში ჯდება, ჩვენ გავაჩერებთ „ევოლუშებს“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი თორნიკე ყველიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.