დამალული ძვირფასეულობის სკანდალი - კალაძე "ტვ პირველს" ისევ ემუქრება
შემოთვლილი მუქარიდან აღიარებულ მუქარამდე - აღსრულების პროცედურების მოლოდინში მყოფ "ტვ პირველს" თბილისის მერი საჯაროდ დაემუქრა. „ჩავყვებით ბოლომდე ამ საქმეს, მოგიწევთ პასუხიგება" - უთხრა დღეს კახა კალაძემ "პირველების" ჟურნალისტს, რომელმაც "ოცნების" ლიდერს ჰკითხა, რა განზრახვით მალავს ძვირადღირებული საათების კოლექციას საბუთებში.
კახა კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი საათები არ დაადეკლარირა. ფოტო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები, რომლის ფასიც ასი ათასობით ლარია, თბილისის მერის სარგებლობაშია, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში არსად წერია.
„გამჭვირვალობის მქადაგებელი ხელისუფლების სახე კანონს არღვევს" - ამბობს ოპოზიცია და ანტიკორუფციული ბიუროს შეფს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.