რუსული ხელისუფლების გასტუმრება და სასიკეთო რეფორმები - "ძლიერი საქართველოს” ლიდერები წალენჯიხის და ჩხოროწყუს მოსახლეობას მათი გეგმები გააცნეს
ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ანა დოლიძემ, გრიგოლ გეგელიამ და გიორგი შაიშმელაშვილმა ადგილობრივ ლიდერებთან, ლევან ბელქანიასთან და გუგა დარსალიასთან ერთად წალენჯიხის და ჩხოროწყუს მოსახლეობას ახალი გაერთიანების მიზნებსა და გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
"ძლიერი საქართველოს", როგორც დიდი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია რუსული ხელისუფლებისგან საქართველოს დეოკუპაცია და რეფორმები კეთილდღეობისთვის, მათ შორის 1000-ლარიანი პენსია, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ანაზღაურებადი სტაჟიტება კურსდამთავრებულთათვის, ღირსეული სამუშაო პირობები და საათობრივი ანაზღაურება.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.