ერთი დღე სენატში დაგეგმილ სხდომამდე - რა მოლოდინები აქვთ ექსპერტებს?
ერთი დღე სენატში დაგეგმილ სხდომამდე - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ვაშინგტონში ხვალ საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელებს. სხდომა შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იქნება, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ქართული პოლიტიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი განხილვები აშშ-ს დაეხმარება, მიიონ გადაწყვეტილება, დაამტკიცონ როგორც "ქართველი ხალხის აქტი", ასევე "მეგობარი აქტი" ორპარტიულად. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე აშშ-ს პასუხი მკაცრი იქნება.
ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მეგობარი აქტის და ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი, რომლებიც ჯერ არ ქცეულან კანონად, საკანონმდებლო პროცესი სწრაფად ვითარდება, მოხდება ალბათ ამ ორი აქტის შერწყმა და ზაფხულის ბოლომდე ჩვენ ვიხილავთ უკვე კანონს. პასუხები იქნება მკაცრი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს იქნება უკვე სანქციები საკანონმდებლო დონეზე, - ამბობს მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე.
კიდევ ერთი ექსპერტი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ აშშ ახლა ეძებს გზებს, როგორ დაეხმაროს ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმის მოშორებაში.
ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა არა მხოლოდ აშშ-ს, არა მხოლოდ ევროკავშირს, არა მხოლოდ ნატოს, არამედ დაუპირისპირდა ქართველ ხალხს. ჩვენი მეგობრები დღეს არიან იმ ეტაპზე, როდესაც, ფაქტობრივად, ეძებენ გზებს თუ როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს საკუთარი ქვეყნის დაბრუნებაში. ამ დამცირებას, ამ შეურაცხყოფას, ამ გამოწვევას ივანიშვილის მართლა პროვინციულ რეჟიმს, რუსულ ფაშისტურ რეჟიმს არავინ შეარჩენს. მე ველი იმას, რომ ჩვენი მეგობრები, საქართველოს მეგობრები, ქართველი ხალხის მეგობრები დაგვეხმარებიან იმაში, რომ მოვიშოროთ ამ ქვეყნის მტერი ხელისუფლება, - ამბობსფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ბიბილაშვილი.