მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას! - მანჯგალაძე "ოცნებას"
მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას. ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ, - ამ სიტყვებით მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ქართულ ოცნებას". ოპოზიციის წევრის თქმით, "ერთიანობის" ლიდერებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოიარეს, და ჯერ მათძე განრისხებულ არცერთ ადამიანს არ შეხვედრიან.
მინდა გამოვეხმაურო ,,ქართული ოცნების" განცხადებას, თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ,,ერთიანობის" ლიდერებთან ერთად, შევხვდით უამრავ ადამიანს და ჩვენს მიმართ გაბრაზებული ან/და განრისხებული ერთი ადამიანიც კი არ შეგვხვედრია. აი, თქვენ მართლა ვერ შეხვდებით პარტ-აქტივის გარდა ვერავის. მოეშვით ხალხის დაყოფას და დაშინებას. ხალხს სჯერა ერთიანობის და იმის, რომ 26 ოქტომბერს შეუძლიათ პასუხი მოგთხოვონ იმ ანტი ქართული ქმედებების გამო, რომელსაც 12 წელია ატარებთ,- განაცხადა მანჯგალაძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.