სააკაშვილი: ივანიშვილი და მისი ამბსონები და პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა ან ომი
"ივანიშვილი და მისი ამბსონები და პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა ან ომი, ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირცევთ საქართველოში იქნება ომი, სინამდვილეში, მათ უნდათ, რომ მოგვიტანონ მონობა და ომი," - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ "ცივი ომი" პარტნიორების წინააღმდეგ და ქვეყანა კარგავს მეგობრებს.
ყველა ჩვენგანი სვამს კითხვას - გვეშველება რამე? დავრჩებით თუ ყველანი უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან? გააყალბებენ თუ არა არჩევნებს და რა უნდა ვქნათ, როცა გააყალბებენ? თვეში ერთხელ მეძლევა საშუალება მოგმართოთ, საკმაოდ ცუდი გამოსახულებით და არც თუ ისე გამართული ხმით, გისოსების მიღმა, მაგრამ ეს ვერ ჩაახშობს ჩემს ხმას. ივანიშვილი და მისი ამფსონები, პატრონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს - ან მონობა, ან ომი. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და მოგვიტანონ ომი. ომი მოაქვთ მათ! მათ გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე, რუსები გადაგვსანსლავენ, თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს გაგვიჩაღებენ ომს და გაანადგურებენ საქართველოს. ივანიშვილი გვთავაზობს ან მონობა, ან ომი და სინამდვილეში, ჩვენ ვირჩევთ მშვიდობასა და თავისუფლებას. არა მონობას! - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა!" - ამბობს სააკაშვილი.