ეს არის უკვე გამოცხადებული დიქტატურა. შეუძლიათ სიტუაციის განმუხტვა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით - სააკაშვილი
"დიქტატორი ვერ მართავს საქართველოს, ეს არის უკვე გამოცხადებული დიქტატატურა, ეს აღარ არის ჰიბრიდული ფორმა,“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.
სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ მოსახლეობის აქტიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, სააკაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში სახეზეა დიქტატორული მმართველობა, რაც ხალხმა უნდა შეცვალოს.
ჩვენ ვერ დავმარცხდებით, იმიტომ, რომ ვიბრძვით მომავალი თაობებისთვის. ჩვენ არ მივიღებთ არცერთ შედეგს, გარდა ქართველი ხალხის გამარჯვებისა. მათ შეუძლიათ სიტუაციის განმუხტვა ნებისმიერ მომენტში და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით.
ივანიშვილმა გაანადგურა ძალიან ბევრი ქართული ინსტიტუტი. ქართველმა ხალხმა უნდა დააჩოქოს ივანიშვილი და ფეხზე დააყენოს ქართული სახელწმიფო. დიქტატორი ვერ მართავს საქართველოს, ეს არის უკვე გამოცხადებული დიქტატურა, ეს აღარ არის ჰიბრიდული ფორმა,“ - ამბობს სააკაშვილი.