მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, "ოცნებას" რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს

29.07.24 13:16
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, "ოცნებას" რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს

ქართული ოცნებას 26 ოქტომბერს რუსეთში საარჩევნო პუნქტების გახსნა სურს - ამ განცხადებას მესამე პრეზიდენტი აკეთებს.

 კლინიკა "ვივა მედიდან" ჩართვის დროს ექს პრეზიდენტმა მოსახლეობას სთხოვა დაიცვან ხმები რადგან "ოცნება" არჩევნების მოპარვისთვის ემზადება.  „ივანიშვილი და მისი ამფსონები მონობას გვაძალებენ - არ უნდა გავჩერდეთ". 

ჩვენთან უკვე გამოაცხადეს, რომ დამატებით საარჩევნო უბნებს არ გახსნიან და უფრო მეტიც, რუსეთს ელაპარაკებიან ახლა რომ რუსეთში გახსნან საარჩევნო პუნქტები"- თქვა სააკაშვილმა. 

გასაგებია, ზუსტად ასევე შევარდნაძე აყალბებდა რუსეთის მეშვეობით და მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში"- თქვა სააკაშვილმა.