გელათიდან ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკა შესაძლოა, მოიხსნას
გელათიდან ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკა შესაძლოა, მოიხსნას - ამის შესახებ "ტვ პირველთან" დეა მეტრეველი საუბრობს. ლელოს წევრის ინფორმაციით, მე-12 საუკუნის მოზაიკა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სპეციალისტები საბოლოოდ დაშლამდე მისი მოხსნის საკითხს განიხილავენ.
დეა მეტრეველი "ქართული ოცნების" გულგრილობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არასწორ რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება.
გელათში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორი გულგრილი და მავნებლური დამოკიდებულება აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას საქართველოს ისტორიის, კულტურის და ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეოის ძეგლების მიმართ. უკვე საუბრებია საექსპერტო და სამეცნიერო წრეებში იმაზეც კი, რომ ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკის მოხსნა და ახლიდან ფიქსაცია უნდა მოხდეს, რაც არის ძალიან საგანგაშო სა საგულისხმო. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რა შედეგით დასრულდება გელათში სარესტავრაციო სამუშაოები, სრულად ეკისრება „ოცნების“ ხელისუფლებას, - ამბობს „ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი დეა მეტრეველი.