კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის
კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ "ოცნების" მიღებული რუსული კანონი კონსტიტუციურია და მიზნად მხოლოდ მესამე სექტორის გამჭვირვალობას ისახავს. "ოცნების" გენერალური მდივანის თქმით, საუბარი იმაზე, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია "სისულელეა".
ეს არის ძალიან დიდი სისულელე, საუბარი იმაზე, რომ თითქოს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული, არის არაკონსტიტუციური. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური? კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: გამჭვირვალობა წლის განმავლობაში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისინი, ვინც 20%- მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, წარმოადგინონ თავიანთი დეკლარაციები ვისგან იღებენ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, - ამბობს კალაძე.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შედის.