პოპულისტური და პიარ-კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი - მიქანაძე ოპოზიციის სარჩელზე
პოპულისტური და პიარ-კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი, - ასე აფასებს "ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ოპოზიციის სარჩელს, რომელიც მათ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით შეიტანეს. მისი თქმით, ოპონენტებს სურთ დასავლეთს აჩვენონ, რომ აღნიშნულ კანონს ეწინააღმდეგებიან.
რა წერია ამ სარჩელში, ჩემთვის უცნობია, თუმცა ამ ადამიანებს, დამერწმუნეთ, რაიმე კონკრეტული ხელმოსაჭიდი არგუმენტი რომ ჰქონოდათ, აქამდეც გააჟღერებდნენ. ეს არის მორიგი პოპულისტური ნაბიჯი, ჩემი აზრით, ეს არის პიარ კამპანიაზე აწყობილი ნაბიჯი, რომ აჩვენონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ ოპოზიციური სპექტრი კვლავაც ეწინააღმდეგება ამ კანონს. ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა საკონსტიტუციოს სარჩელით. ჩვენ უნდა დაველოდოთ სამართლებრივ პროცესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამბობს გივი მიქანაძე.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შედის.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.