იქნება მცდელობა, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე უსამართლოდ გააკრიტიკონ - მიქანაძე სენატის სხდომაზე

29.07.24 13:55
იქნება მცდელობა, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე უსამართლოდ გააკრიტიკონ - მიქანაძე სენატის სხდომაზე

"ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ ხვალ სენატში დაგეგმილ განხილვაზე, აშშ-ს მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ ისევ უსამართლოდ კრიტიკულები იქნებიან.  სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ განცხადებები, რომელიც აშშ-ს საკნონმდებლო ორგანოში კეთდება, რეალობასთან აცდენილია. 

ძალიან სამწუხაროა ის გარემოება, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში კეთდება განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. ალბათ ეს იქნება მორიგი მცდელობა იმის, რომ გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლება სრულიად უსამართლოდ და შეიძლება ითქვას, ორმაგი სტანდარტებით გარკვეულ კრიტიკას დაუქვემდებარონ, - ამბობს გივი მიქანაძე. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ვაშინგტონში ხვალ საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელებს. სხდომა შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იქნება, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.  

პოლიტიკის ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ აშშ-ს "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე მკაცრი პასუხი ექნება.