არასამთავრობოები ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან - კალაძე
არასამთავრობოები ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, - ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ ზღვარი, რომელიც მესამე სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა არსებობდეს, წაშლილია.
ამასთან, კალაძე ირწმუნება, რომ კანონი, რომელიც არასმთავრობოების გამჭვირვალობისკენ არის მიმართული, საბოლოოდ, დასავლეთთან არსებულ უხერხულობას მოხსნის.
პირველი, რაც მინდა ვთქვა, საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, დღეს ქვეყანაში წაშლილია. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ, სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა. რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს [ფინანსურ დეკლარაციებს] და არავის მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდებიან, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ფული. ეს კანონი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ის უხერხულობები, რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან და მოსახლეობასთან ურთიერთობაში, მთლიანად იყოს მოხსნილი,- განაცხადა კახა კალაძემ.