სუს-ის ახალი გამოძიების ფარგლებში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს

29.07.24 14:16
სუს-ის ახალი გამოძიების ფარგლებში დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს

ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე - სუს-ში გამოკითხვები გრძელდება. დღეს კიდევ ორი პირი გამოკითხეს.

დაკითხვაზე დაბარებულმა ალი ხანგოშვილმა და გიორგი კუშტანაშვილმა მედიასთან არ დადასტურეს ინფორმაცია, რომ ისინი უწყებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხნენ, თუმცა, ალი ხანგოშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკითხვა სუს-ის აღნიშნულ გამოიძებას შეეხებოდა.

„გარკვეული კითხვები იყო, რომელსაც გასცა პასუხი. აქედან გამომდინარე დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გაუთქმელობის ხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი“, - განაცხადა ადვოკატმა ნატალია წიკლაურმა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.