რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი 3 სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება
რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდება. ინფორმაცია მედიას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიაწოდა.
მერაბ ტურავა ამბობს, რომ სარჩელების განხილვას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
"ეს სამივე სარჩელი გაერთიანდება ერთ წარმოებად... სარჩელები არა მარტო უნდა წავიკითხოთ და კანონი არა მარტო უნდა წავიკითხოთ, ასევე შედარებით სამართლებრივი კვლევა უნდა ჩავატაროთ და ამას მინიმუმ რამდენიმე კვირა, ერთ თვემდე მაინც დასჭირდება. სარჩელი განიხილება პლენუმის ფორმატში, მოსამართლეები ამ ეტაპზე სწავლობენ სარჩელებს, მოსამართლეები შეიკრიბებიან ისე, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს", - ამბობს მერაბ ტურავა.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შედია.