არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო ივანიშვილის დიქტატს არ მოუსმენს - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არ აქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციის სარჩელს დააკმაყოფილებს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. საქმე ეხება სარჩელს, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ცოტა ხდნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს და რომელიც რუსული კანონის გაუქმებას მოითხოვს.
სამადაშვილის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, სასამართლოში სარჩელის შეტანა სწორი გადაწყვეტილება იყო, როდგან ამ ფორმით პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი იყო.
ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემადგენლობით, რომელიც სრულად არის მიტაცებული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ, მიიღებს გადაწყვეტილებას, იხელმძღვანელებს კონსტიტუციით და კანონით იმის ნაცვლად, რომ მოუსმინოს ივანიშვილის პოლიტიკურ დიქტატს, მაგრამ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ სარჩეილს იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს პოზიცია, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტი, არამედ დემოკრატიული ოპოზიციაც ჩვენს ქვეყანში მიიჩნევს, რომ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.