იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო თავის უფლებამოსილებას შეასრულებს - ხათუნა სამნიძე ოპოზიცის სარჩელზე

29.07.24 15:20
იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო თავის უფლებამოსილებას შეასრულებს - ხათუნა სამნიძე ოპოზიცის სარჩელზე

ოპოზიციის ერთი ნაწილისგან განსხვავებით, პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძე ფიქრობს, რომ რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს. პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ როდესაც საქმე კონსტიტუციის დარღვევას ეხება, საკონსტიტუციო სასამართლო თავის უფლებამოსილებას პირნათლად შეასრულებს. 

მე იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას შეჩერებასთან დაკავშირებით მიუხედევად იმისა, ქვეყანაში რა განწყობაც არის, რომ ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია, იმედს ვიტოვებ, რომ აქ საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალზე და საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისად, თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და ვალდებულებას შეასრულებს და დაიცავს კონსტიტუციას და ქვეყანა არ გაჩერდება მიახლოებული ევროპულ კარს და გვექნება ისეთი ქვეყანა, რომელიც მიდის ევროპისკენ და არა რუსეთისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ტურავას არ ჰგონია, რომ ეს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიაქანებს სწორედ რუსეთისკენ, - ამბობს ხათუნა სამნიძე.

პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.