საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ქვეყნის გადარჩენის სერიოზული შანსია - ნაკაიძე
პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ურჩევს, არ გადაუხვიონ სწორ გზას და არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს კიდევ უფრო დააშორებს. პოლიტიკოსის თქმით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ახლა არის შანსი, რომ ქვეყანა ევროპულ კურსს დაუბრუნდეს.
ბადებს ეჭვებს იმისა, რომ რამდენად ხელისუფლებასთან ერთად ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან ერთად მოქმედებს. ამ ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი სერიოზული შანსია და ეს შანსი გამოიყენოს საკონსტიტუციო სასამართლომ. საკონსტიტუციო სასამართლო, ამ შემთხვევაში, არის ერთ-ერთი იმედიც იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სწორი ნაბიჯებით წავიდეთ ევროპისკენ და არ ვურჩევდი არცერთ მოსამართლეს, რომ ამ გზას გადაუხვიოს, - ამბობს ტარიელ ნაკაიძე.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.