სოციოლოგიური კვლევები ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე - კუპრაძე

29.07.24 15:37
სოციოლოგიური კვლევები ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე - კუპრაძე

"სოციოლოგიური კვლევები ბოლო წლების განმავლობაში ცალსახად აჩვენებს მყარად ერთადერთ რამეს, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩამოყალიბდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, რაც აუცილებლად მოხდება 2024 წლის 26 ოქტომბერს", - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც კუპრაძე ამბობს, კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია და ამაში ახალი პლატფორმა "ძლიერი საქართველო" მთავარ როლს შეასრულებს.

"ლელოს" და მისი პარტნიორების, პოლიტიკური პლატფორმის მზარდი მხარდაჭერა  გამოწვეულია ძალიან მარტივი მიზეზით: პლატფორმა "ძლიერი საქართველო" იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის რეალურ პრობლემებზე, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნის აუცილებლობაზე დ იმ პოტენციალზე, რაც გააჩნია "ძლიერი საქართველოს" კოალიციას. ვსაუბრობთ ანაკლიის პორტის სწრაფად დასრულებაზე, ევროინტეგრაციის სწრაფ რეფორმებზე, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყანის განვითარებას და ემიგრაციის დაბრუნებაზე ჩვენს ქვეყანაში, იმ სტაბილურ განვითარებაზე, რაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის და საზოგადოებრივი ინტერესისთვის. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლება იცვლება და ჩვენს პლატფორმას, "ძლიერ საქართველოს" ექნება მთავარი როლი ამ ცვლილების პროცესში," - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.