ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია - ბოკუჩავა

29.07.24 17:01
ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია - ბოკუჩავა

"ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია", - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა აკეთებს.

ბოკუჩავა სოციალურ კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის მცდელობის მიუხედავად, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. 

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა. ივანიშვილი ყოველთვის გაათვლას აკეთებდა გარკვეულ სახელისუფლებო რესურსზე, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსი, მოსყიდვა და დაშინება, თუმცა მიუხედავად ნებისმიერი მცდელობისა, რომ ივანიშვილმა შეცვალოს ამ არჩევნების შედეგი, ქართველი ხალხის ნება და სიტყვა აუცილებლად გაიმარჯვებს," - ამბობს თინა ბოკუჩავა.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%. კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%. ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი - იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%. 1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის - ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

მსგავსი სიახლეები