ფაქტია, რომ ოცნება მარცხდება, იმარჯვებს ქართველი ხალხი - ვაშაძე Edıson Research-ის კვლევაზე

29.07.24 17:05
ფაქტია, რომ ოცნება მარცხდება, იმარჯვებს ქართველი ხალხი - ვაშაძე Edıson Research-ის კვლევაზე

"დადასტურებული ფაქტია უკვე, რომ ქართული ოცნება მარცხდება, იმარჯვებს ქართველი ხალხი და ოპოზიციაც იმარჯვებს ამ არჩევნებში" - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს და Edison Research-ის კვლევას ეხმაურება.

არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოგვადუნოს ამ შედეგებმა, იმიტომ რომ ისინი ყველაფრისთვის მზად არიან და ნომერ პირველი ამოცანა არის არცერთი ხმა 5%-ის ქვემოთ არ დაიკარგოს, რომ გარანტირებული იყოს გამარჯვება. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეფექტურია, უტყუარად მარცხდება ქართული ოცნება, უტყუარად იმარჯვებს ხალხის მხარდაჭერით ოპოზიცია," - ამბობს ვაშაძე.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება/ხალხის ძალას 32.4% უჭერს მხარს, ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელს 17.3%, ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანს 12.8%. კვლევის თანახმად, პარტიას საქართველოსთვის - გიორგი გახარია 11.2% აქვს, კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%. ამავე კვლევის მიხედვით, გირჩი - იაგო ხვიჩიას 5.2% აქვს, ლეიბორისტულ პარტიას 3.3%, პატრიოტთა ალიანსსა და ალტ ინფოს 2.6%, მოქალაქეებს კი 2.2%. 1.9% აქვს ევროპულ საქართველოს, სამართლიანობისთვის - ეკა ბესელიას 0.9%, ხოლო სხვა პარტიებს ასახელებს 0.4%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

მსგავსი სიახლეები