რუსულ კანონთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება - მესამე სექტორი
მესამე სექტორში ამბობენ, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება, რომელიც ცხადყოფს, დამოუკიდებელია თუ არა აღნიშნული სასამართლო.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება შეაჩეროს.
პოლიტიკის გამართლებაა, ფაქტობრივად, რასაც ხელისუფლება ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში ატარებს, როდესაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ღია უპირისპირდებიან საქართველოს ევროპულ მომავალს და შესაბამისად, ასეთი განცხადებები კიდევ უფრო მეტად მიუღებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მხრიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას, ვინაიდან განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს და ეს იქნება, გარკვეულწილად, ტესტი დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლო რამდენად გაიზიარებს ამ არგუმენტებს. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება გადაწყვეტილების მიღებამდე. თუ ეს ასე არ მოხდა, სამწუხაროდ, დადასტურდება ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და დამოუკიდებელი არ არის, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ დროული გადაწყვეტულება მიიღოს, რადგან დროშ გაჭიანურების შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ის ეფექტი ვეღარ ექნება, რომელიც ახლა.
მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან უმრავლესობაში მოსამართლეები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონსტიტუციას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, უნდა მიიღონ. საკონსტიტუციო სასამართლომ რეალურად შეასრულოს მისი ფუნქცია, ეს არის სწრაფი განხილვა ამ საქმის და სწრაფად შეჩერება ნორმების. თუ ის ამას არ იზამს, მაშინ ამას შეიძლება აზრიც დაეკარგსო, რადგან მისი განხილვა შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და ამ პერიოდის განმავლობაში რეპრესიები უკვე შეეხება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, ფენას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაშინ კანონის ერთი და ორი წლის შემდეგ გაუქმებას შეიძლება ის ეფექტი აღარ ჰქონდეს, რაც ექნება მას დღეს, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი ოპოზიციამაც შეიტანა. ეს უკვე რიგით მესამე დოკუმენტია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა.