სახალხო დამცველი პრემიერ ირაკლი კობახიძეს შევხდა - რა იყო საუბრის მთავარი თემა?
სახალხო დამცველი პრემიერ ირაკლი კობახიძეს შევხდა. ინფორმაციას როგორც მთავრობის ადმინისტრაცია, ასევე ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს.
29 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და აქტუალური საკითხები განიხილეს. სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრისთვის მთავრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებით ეკიდება სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარებისა და განხორციელების პროცესს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას," - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.