ჩააბარებს თუ არა ტესტს საკონსტიტუციო? - ოპოზიციის სარჩელი სასამართლოშია
ჩააბარებს თუ არა კიდევ ერთ ტესტს საკონსტიტუციო სასამართლო? - ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა მოსამართლეთა კოლეგია პოლიტიკური გავლენების მიღმა. პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ, რუსული კანონის გაუქმებას პროდასავლური ოპოზიცია ითხოვს. სამი სარჩელი ერთ წარმოებად უკვე გაერთიანდა და გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ თვეში გამოცხადდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს და პროცესს არ გააჭიანურებს. მერაბ ტურავა დღეს ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ "ოცნებასთან" პოლიტიკურ ალიანსში არ არის და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მაგრამ ეს განცხადება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ თავადვე დააყენა. ტურავა ვერ ამბობს, არის თუ არა "ოცნების" მიერ დამტკიცებული კანონი რუსული.