გახსნის თუ არა "ოცნება" რუსეთი საარჩევნო უბნებს - სააკაშვილის ხმაურიანი განცხადება და ივანიშვილის გუნდის პასუხი
გახსნის თუ არა "ოცნება" რუსეთში საარჩევნო უბნებს? - მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ოლიგარქის გუნდში ჯერ დადასტურებით ვერაფერს ამბობენ, მაგრამ რჩება განცდა, რომ ოკუპანტ ქვეყანაში მცხოვრები დიასპორის არჩევნებში მონაწილეობით მმართველი პარტია დაინტერესებულია. სავარაუდოდ, განიხილება შესაძლებლობა, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, მოხდეს საქართველოს მოქალაქეების კენჭისყრაში მონაწილეობა.
ინფორმაცია დღეს პატიმარმა პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი შევარდნაძის გზას დაადგა და ახლა გეგმავს, არჩევნები რუსეთის მეშვეობით გააყალბოს. სააკაშვილი მოქალაქეებს სთხოვს, დაიცვან საარჩევნო ხმები, რადგან "ოცნება" არჩევნების მოპარვისთვის და ამ მიზნით ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.