"კანონი უცხოური გავლენების შესახებ ნიშნავს უკან დახევას ევროპული გზიდან" - რა უთხრეს "ოცნებას" დიპლომატებმა
"კანონი უცხოური გავლენების შესახებ ნიშნავს უკან დახევას ევროპული გზიდან" - ევროპელი დიპლომატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" შეცვალოს კურსი. ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. ხელისუფლება ცდილობდა დიპლომატები დაერწმუნებინა, რომ "ოცნება" ევროკავშირის მიერ დათქმულ 9 ნაბიჯს ასრულებს და ბრიუსელიდანაც შესაბამის ნაბიჯებს ელოდება. თუმცა პარტნიორების პოზიცია უცვლელია. ახლა ფოკუსი არჩევნებზეა გადატანილი და სწორედ მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობებიც.
რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ - ლიზა ლასარეიშვილია პირდაპირ ეთერში.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.