"არ დაადგეთ უნგრეთის გზას" - გაფრთხილება "ოცნებას"

30.07.24 11:43
"არ დაადგეთ უნგრეთის გზას" - გაფრთხილება "ოცნებას"

რა შანსი აქვს საქართველოს  გახდეს ნატოს და ევროკაშირის წევრი - ამ თემაზე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა გავლენიან ამერიკულ გამოცემა The Cipher Brief-თან ინტერვიუში ისაუბრა. ისაუბრა. ტომას ჰენდრიკ ილვესი, რომელიც ესტონეთის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს სათავეში თითქმის ორი ათეული წელი ედგა, ივანიშვილის რეჟიმს აფრთხილებს: თუ ხელისუფლება არ გააუქმებს ამჟამინდელ კანონებს და არ შეიცვლის ხასიათს, არ არსებობს შანსი,  რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 

"არ დაადგეთ უნგრეთის გზას" - ამბობს ევროპელი მაღალჩინოსანი და აღნიშნავს, რომ ის, რაც ახლა საქართველოსთან მიმართებით ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

15-16 წლის განმავლობაში ვედექი სათავეში ესტონეთის ევროკაშირში გაწევრიანების პროცესს და დამიჯერეთ,  ნუ ეტყვით ევროკომისიას, რომ თქვენ იქნებით ევროკავშირის წევრები. მოლაპარაკებები თქვენს ხალხთან უნდა გქონდეთ ანუ გვულისხმობ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოლაპარაკებები აწარმოოთ ცვლილებების პერიოდზე, მაგრამ კონტენტი უცვლელი რჩება. საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი ამჟამინდელი კანონი უნდა მოიშოროს თავიდან  და შეცვალოს ხასიათი და მიდგომა, რათა შეუერთდეს ევროკავშირს. ამიტომ, სანამ დაპირებებს გასცემთ, ჯერ მიდგომა შეიცვალეთ, მოიშორეთ კონკრეტული კანონები, სხვაგვარად ეს არ მოხდება. 

ვფიქრობ, ეს გარდაუვალიც კი იყო, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში დემოკრატიის კუთხით ხდებოდა. ძალიან რთული იქნებოდა, რომ საქართველო ნატოს კომუნიკეში მოხვედრილიყო ან განახლებული წინადადება მოხვედრილიყო. ქვეყნის მიერ აღებული მიმართულების გამო საართველო ბოლო წლებში, ფაქტობრივად, გაქრა. რთული იყო ნატოს წევრების დარწმუნება, რომ საქართველო ახლა დასავლეთის ნაწილია. საქართველოს მთავრობა ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლელი პარტნიორები დაერწმუნებინა, რომ საქართველო მათი ნაწილი არ არის. არ იქნება კარგი უნგრეთის გზას დაადგეთ, - ამბობს ილვესი. 

მსგავსი სიახლეები