სენატი საქართველოს შესახებ იმსჯელებს - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას?
ვაშინგტონში დაგეგმილია სხოდმა, სადაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელებენ. მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენია, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება.
რათქმაუნდა ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს, ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვებას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ის რომ ყოველ მეორე დღეს აშშ-ში ძალიან მაღალი კალიბრის შეხვედრებს, სხდომებს და დისკუსიებს აქვს ადგილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს იმ მნიშვნელობას ყურადღებისა, რაც ამერიკას გააჩნია საქართველოს მიმართ და მეორე მხრივ ეს არის, გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლების პოლიტიკას არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ შეეგუება მშვიდად და რომ ამერიკის შეერთებული შტატები იდგება საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, ამ ძალიან მნიშვნელოვან და და გადამწვეტ ბრძოლაში საქართველოს გათავისუფლებაში. - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიორგი ბარამიძე ამბობს, "ქართული ოცნება" აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის მთავარი დაბრკოლება გახდა.
ამერიკის შეერთებული შტაბების კონგრესა და სენატში იხილება კანონპროექტები, რომელიც ითვალისიწნებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს, რადგანაც სწორედ ეს ხელისუფლება არის დაბრკოლება საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებსა და იმ ურთიერთობების გაგრძელებისათვის, რაც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და ამას არაფერი არ უშველის, თუ ჩვენ ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად არ შევძელით 26 ოქტომბერს გადავირჩიოთ, ეს რეჟიმი. - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ვაშინგტონში საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელებს. სხდომა შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იქნება, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.