ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

30.07.24 15:29
ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზექშიანს შეხვდა და ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც მეჯლისში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თეირანში პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფება.

6 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშქიანმა გაიმარჯვა. მან ხმების 53% მოიპოვა.

ცნობისთვის, 22 მაისს ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

იბრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი  ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. 

მსგავსი სიახლეები