თეონა აქუბარდია ქვეყანას ომში მიაქანებდა - შალვა პაპუაშვილი

30.07.24 15:40
თეონა აქუბარდია ქვეყანას ომში მიაქანებდა - შალვა პაპუაშვილი

თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომ დანიამ საქართველოს სამხედრო დახმარება შეუჩერა, საქართველოს ხელისუფლებაში იერიშით პასუხობენ. შალვა პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ აქუბარდიას საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა, ამიტომ მის განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს.

ქალბატონ თეონას, ზოგადად, უცხო ქვეყნებთან აქვს უფრო მჭიდრო კავშირი, როგორც ჩანს და მიმოწერაშია მათთან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია მოუწოდებდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ მიეწოდებინა უკრაინისთვის ჯავშანმანქანები და ამუნიცია. ანუ პირდაპირ მოუწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. ამიტომ რაიმე უსაფრთხოების ზომებზე არც კი ვფიქრობ, რომ ღირს პასუხის გაცემა ამ ადამიანის მიმართ, რომელიც საქართველოს პირდაპირ მიაქანებდა ომში, - ამბობს პაპუაშვილი.

დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო - ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, დანიამ ახალი პროგრამების მხარდაჭერა და "4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან" შეაჩერა. დეპუტატის თქმით,  ბიუჯეტი 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო. თეონა აქუბარდიას განცხადებით, თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი რუსული კანონის მიღებაა. 

მსგავსი სიახლეები