უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხედონ საკუთარ თვალში დირეს, შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი - პაპუაშვილი
"უპირველეს ყოვლისა, უნდა შეხედონ საკუთარ თვალში დირეს, თუ არის ეს დირე და შემდეგ ეძებონ საქართველოს თვალში ბეწვი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით პასუხს,“ - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე კითხვას, აქვს თუ არა მას ფინანსური სანქციების მოლოდინი. პაპუაშვილი საქართველოს საკითხთან დაკავშირებით სენატში მიმდინარე განხილვას ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მოუწოდებს, რომ მათ მიმართ არსებულ კითხვებზე გასცენ პასუხი. პაპუაშვილი ისევ არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს, ISFED-ს ადანაშაულებს და დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებით კითხვებს სვამს, რადგან ამბობს, რომ "იგივე ორგანიზაციები დღეს გვეუბნებიან, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა იყვნენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გაირკვეს სიმართლე".
ვიმეორებ ხოლმე პერიოდულად USAID-თან დაკავშირებით და გამოხმაურება არ ყოფილა, იმიტომ, რომ აქ მე მაღალი ეჭვი მაქვს, რომ დიდი გადაცდომა იმალება ამ ყველაფრის უკან. ქვეყანას თავდაყირა აყენებდა ფაქტობრივად, ISFED პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებით და აღმოჩნდა, რომ ამაში დონორიც იყო ჩართული და იგივე ორგანიზაციები დღეს გვეუბნებიან, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები უნდა იყვნენ, ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, გაირკვეს სიმართლე. რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული აშშ-ის მხრიდან და თუკი იქნებიან პირები, რომლებსაც აქ მიუძღვით გარკვეული დანაშაული თუ გადაცდომა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული,“ - ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოს საკითხს დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. დისკუსია თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.