სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება - რა მოლოდინები აქვს ოპოზიციას

30.07.24 17:24
სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება - რა მოლოდინები აქვს ოპოზიციას

სენატში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება - დღევანდელი დისკუსიის მნიშვბელობაზე საუბრობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, აშშ-ის მხრიდან საქართველოს საკითხზე მსჯელობა არის საქართველოს მოქალაქეებისთვის გზავნილი, რომ პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდზე რჩებიან.

აშშ-ისთვის საქართველო არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ღირებული სახელმწიფო, რომლის დათმობასაც არ აპირებენ ერთი ოლიგარქისთვის, ბიძინა ივანიშვილის სახით, ისნი აპირებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად უთხრან, რომ იქნებიან ჩვენს გვერდით, არ არიან მარტო, მხოლოდ და მხოლოდ დარჩენილია მათი მხრიდან პროაქტიურად ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა და არჩევნებში შესაბამისი შედეგის დაყენება, რაც გულისხმობს ხელისუფლების ცვლილებას,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

 "ერთიანობის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, პატნიორები ქვეყანას მარტო არ ტოვებენ, სენატში მიმდინარე მსჯელობა კი აჩვენებს, რა სიკეთეების მიღება შეუძლია საქართველოს აშშ-თან პარტნიორობით.

განსაკუთრებული ყურადღებაა საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები ამ გასაჭირში არ გამვატოვებენ, ჩვენი გასაჭირი არის ქართული ოცნება, რომელსაც უნდა, რომ დაგვაპირისპიროს და მეგობრები მტრად აქციონ. სამაგიეროდ, ქართველი ხალხის ნებას ხედავენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგორები, ჩვენ გვერდით დგანან და ეს განხილვაც, სწორედ პირველ რიგში, ქართველ ხალხს ეძღვნება, რა ახლოს არის ბევრი სიკეთე, რომელიც შეგვიძლია ამერიკასთან ერთად მოვიტანოთ საქართველოში და მეორე მხრივ, როგორ უშლის ამას ხელს დაპირისპირებაზე ორიენტირებული ქართული ოცნება,“ - ამბობს ვაშაძე.

"ერთიანობის" ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სენატში მიმდინარე პროცესებიც აჩვენებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება "ქართული ოცნების" რიტორიკა, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები მოწესრიგდება.

მთავარი შინაარსი და მიზანი, რასაც კონგრესი და სენატი იღებს არის ის, რომ ქართველ ხალხს აგვიხსნან და გაგვაგებინონ, რომ როდესაც ქართული ოცნება გვესაუბრება დასავლეთთან პარტნიორობაზე, ევროკავშირში 2030-ში გაწევრიანებაზე, ეს ყველაფერი არის ტყუილი, მათ მოცემულობაში, როცა ესენი არიან მთავრობაში, არანაირი წინსვლა - არც ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების კუთხით და არც ევროინტეგრაციის თვალსაზრისით არ იქნება,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

საქართველოს საკითხს დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. დისკუსია თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება. დისკუსიას დაესწრება სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი.

მსგავსი სიახლეები