მეზვრიშვილი პროკურატურას პაპუაშვილის სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
"პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის ზონდერებთან წინასწარი დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი" - პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილის მიერ „წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის მიმართ ზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე“.
"დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნების ძალადობისგან თავისუფალი გარემოში ჩასატარებლად," - ამბობს მეზვრიშვილი.
საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ოპოზიცია, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან პასუხის მოსთხოვენ".
მივმართავთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება პარლამენტის სპიკერის - შალვა პაპუაშვილის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიისას, ოპოზიციის მიმართზონდერების გამოყენებით დაანონსებულ ძალადობაზე. დროული რეაგირება უმნიშვნელოვანესია, არჩევნებისძალადობისგან თავისუფალი გარემოში ჩასატარებლად.
პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ არის იმ დანაშაულებრივი გარიგების ნაწილი და გაგრძელება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მივაწოდეთ. „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ აღნიშნული ზონდერები წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. ასეც მოხდა. ზონდერების დაცვის ამნისტიის დაანონსებიდან მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდებაძალადობისკენ.
დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ „ოცნება“ არჩევნებს აგებს. ინსტიტუტების სრული მორჩილების, პოლიტიკური კორუფციის და სისტემური ძალადობის პირობებშიც კი, ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა, მათივეკვლევებით, 30%-საც ვერ აღწევს.
სწორედ ამიტომ, „ოცნება“ დანაშაულებრივი მეთოდებით - პოლიტიკური კორუფციით და სისტემური ძალადობითცდილობს დამატებითი რესურსების მობილიზაციას. კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მიღებული აქვსდავალება, ნებისმიერ ფასად მოახდინონ ხმებით მანიპულირება და მანიპულირებული შედეგების სახალხო ლეგიტიმაცია.
კერძოდ, სუს-ის დახმარებით, სამთავრობო რესურსების კორუფციული მიზნებისთვის გამოყენებაზე პასუხისმგებელია კობახიძე, ხოლო დამკვირვებლების, მედიის და ოპოზიციის მიმართ ძალადობის წახალისებაზე, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაზე, პასუხისმგებელია პაპუაშვილი.
საზოგადოებას შევახსენებთ ძალადობაში პაპუაშვილის მონაწილეობის ფაქტს უახლოესი წარსულიდან, როდესაც მისმიერ აქტივისტების და მედიის მიერ ძალადობის დაანონსებას იმავე დღეს, მყისიერად მოჰყვა ზონდერებისმიერ აქტივისტზე სასტიკი ძალადობა.
შესაბამისად, მოვუწოდებთ პროკურატურას დროული რეაგირებისკენ. ნებისმიერ ძალადობაზე პასუხისმგებლობას, ხელისუფლებასთან ერთად, ვაკისრებთ უშუალოდ პაპუაშვილს და იმ უწყებებს, რომელთა უმოქმედობა ძალადობაში თანამონაწილეობაა," - აცხადებს მეზვრიშვილი.