ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მსხვერპლით დასრულდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მსხვერპლით დასრულდა - ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ორი მგზავრი. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, მათ მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.