EU-ს კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აჩერებს - დანია ურთერთობების გადახედვას აანონსებს
"ქართულმა ოცნებამ" ქართული ჯარი ისევ საერთაშორისო დახმარების გარეშე დატოვა. ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აჩერებს. დაიწყო ურთერთობების გადახედვა - ეს არის დანიის პასუხი. ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად თავდაცვის სფეროში 4 წლიანი თანამშრომლობის პროგრამაც შეჩერებულია.
საუბარია 71 მილიონ კრონაზე, რომელიც ქართულ ჯარს უნდა მიეღო. დაპაუზებულია საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერაც.
"თქვენ სინდისზე იყოს" - ასე პასუხობს დანიის გადაწყვეტილებას ის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა იზოლაციისთცვის გაწირა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.