არც ირანსა და ჩინეთში გახშირებული ვიზიტები პრობლემატური არ იქნებოდა, რომ არ იყოს პარალელური გარემოებები - ნადირაძე
„არც ირანში გახშირებული ვიზიტები, არც ჩინეთში გახშირებული ვიზიტები პრობლემატური არ იქნებოდა, რომ არ იყოს პარალელური გარემოებები“, - ამის შესახებ ირაკლი ნადირაძე საუბრობს და პრემიერის ირანში ვიზიტს ეხმაურება.
„ერთიანობის“ ლიდერის თქმით, ხელისუფლების მიზანი ევროინტეგრაცია უნდა იყოს, თუმცა მთავრობის ქმედებები აჩვენებს, რომ მათ ევროპასა და აშშ-სთან დიალოგის რესურსი ამოწურეს.
მაშინ, როდესაც კონგრესში იყო უმძიმესი განხილვა საქართველოსთან მიმართებაში, დღეს სენატშია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც აშშ-ში რამდენიმე თვეში იქნება, მაინც ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოა და ამ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ადანაშაულებენ ხელისუფლებას დემოკრატიულ უკუსვლაში, რომ რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას, რომ ებრძვის დემოკრატიას და ამ დროს, ასევე, ვხედავთ, რომ კობახიძის მთავრობა უარს აცხადებს აშშ-ში უმაღლესი რანგის შეხვედრებზე, ასევე, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირში ჩასულ კობახიძეს არცერთი ლიდერი არ ხვდება და გვახსოვს მისი ცნობილი გამონათქვამი, რომ თურმე ბუფეტში ჰქონდა საუბარი, წარმოუდგენელი სირცხვილია,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.