"საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ" - ჯიმ ობრაიენი

31.07.24 11:17
"საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ" - ჯიმ ობრაიენი

აშშ საქართველოსთან მიმართებით სანქციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა და სანქციების მთავარმა კოორდინატმა სენატში მოსმენის დროს განაცხადა. ჯიმ ობრაიენი პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა მოქმედებას განაგრძობს და ბერკეტების გამოყენების კუთხით აშშ-ს მაგიდაზე რამდენიმე ვარიანტი აქვს.

ო ბრაიენმა სხდომაზე აღნიშნა, რომ პასუხისგება მოუწევთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით ხეირობს, არამედ ყველას, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი. 

ამასთან, მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ საქართველოს უკან დასაბრუნებელი გზა კიდევ აქვს.

რაც შეეხება სანქციებს, თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს ამ სფეროში, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ ამას სანქციების საკითხს განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხება, ვინც სარგებელი იპოვა კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს შეერთებული შტატებისკენ წვდომას. 

არსებობს ორი რამ: პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ამ “უცხოური აგენტების” კანონის, მთავარი ეს  ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ და არა რუსულ კანონთან. არ ჰყავდეთ ჩინეთი, როგორც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის შემქმნელი.ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.  რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს?  ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაბთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენ შემოგიერთდებით, როგორც ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვრის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება, - განაცხადა ჯიმ ო ბრაიენმა. 

ჯიმ ობრაიენმა სენატში გამართულ სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და მაოხლოეუბული არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. 

როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა ხალხს ეძებენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. ამ პარტიამ რეალურად, ჩაწერა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვალდებულებები კონსტიტუციაში და სხვა მიმართულებით უხვევს. რატომ? გასარკვევად ცოტა რთულია. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ, ძალიან ნათელი ვიყოთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ვინაიდან, საქართველო მოითხოვს კლუბებში გაწევრიანებას, რომელთა ერთ-ერთი ნაწილიც ჩვენ ვართ და მეორე, ჩვენი საკვანძო პარტნიორია. მათ ამ კლუბების წესების შეცვლის უფლება არ აქვთ, რათა გაწევრიანდნენ. ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების გადახედვის პროცესში ვართ. ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც დაეხმარება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საპარლამენტო არჩევნები აქვთ, თუმცა ჩვენ ნათელი უნდა გავხადოთ ქართული ოცნების პარტიისთვის, რომ რეალური შედეგები იქნება. იქნება დიდი სამხედრო წვრთნების გადადება და გავაგრძელებთ იმის გადახედვას, თუ რას ვაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ამის სათქმელად შესაძლებლობა მექნება, - განაცხადა მაღალჩინოსანმა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვაშინგტონში საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელა. სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.   

მსგავსი სიახლეები