"ღირსებით ორ ფეხზე დგომა" კობახიძისთვის სწორედ ჰამასის ლიდერების გვერდზე დგომას ნიშნავს - თეონა აქუბარდია

31.07.24 11:38
"ღირსებით ორ ფეხზე დგომა" კობახიძისთვის სწორედ ჰამასის ლიდერების გვერდზე დგომას ნიშნავს - თეონა აქუბარდია

"ღირსებით ორ ფეხზე დგომა" კობახიძისთვის სწორედ ჰამასის ლიდერების გვერდზე დგომას ნიშნავს, - ასე აფასებს თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს, სადაც საქართველოს პრემიერი ჰამასის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორ შემოატრიალა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო კურსი რუსეთისკენ. 

ირანში, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს" ისმოდა, ამ ვითარებაში ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის, თუ როგორ დაუმგებორდა ავტორიტარულ ქვეყნებს "ქართული ოცნება" და როგორ უჭერს მხარს რუსეთის მოკავშირეებს მიუხედავად იმისა, რომ ირანული დრონებით უამრავი ადამიანი იღუპება უკრაინაში საერთო მტერთან ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმ საგარეო პოლიტიკის შემოტრიალების, რომელიც რუსულ ორბიტაზე აბრუნებს საქართველოს და ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ღირსებით ორ ფეხე დგომა, სწორედ ჰამასის ლიდერების გვერდზე დგომას ნისნავს ირაკლი კობახიძისთვის, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

მსგავსი სიახლეები