"ღირებულებითი განაცხადი" - გრიგოლ გეგელია კობახიძის ირანში ვიზიტზე
"ღირებულებითი განაცხადი, რომ "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს ირანთან, ჩნეთთან და რუსეთთან ერთად ხედავს, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია პრემიერის ირანში ვიზიტს, სადაც ის ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჰამასის ლიედერბტან ერთად გამოჩნდა.
ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველო არა ცივილური სამყაროს, არამედ ავტორიტარული ქვეყნების გვერდზე აღმოჩნდება.
კობახიძე დღეს, რა თქმა უნდა, გვევლინება ირანის ახლო მეგობრად, ტერორისტული ჯგიფების ახლო მეგობრად და რა თქმა უნდა, ეს არის ღირებულებითი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს და ქართველ ერს ხედავს ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან ერთად, მაგრამ არა პოლიტიკურ დასავლეთთან ერთად. ამიტომ, ეს პირდაპირი პოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამერიკის და ევროპის ნაცვლად ჩვენ მივიღებთ ირანს და ჩინეთს, - ამბობს გრიგოლ გეგელია.