კობახიძემ და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ სურთ საქართველო აზიური ტიპის დიქტატურად აქციონ - ფავლენიშვილი
,,ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აქციონ აზიური ტიპის დიქტატურად, ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, უნდა მივუჩინოთ თავიანთი ადგილი 26 ოქტომბერს, - ასე ეხმიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი პრემიერის თეირანში ვიზიტს.
ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ მათ სურთ საქართველო აქციონ აზიური ტიპის დიქტატურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მათ შორის, ჩვენს ისტორიულ პოლიტიკურ დნმ-ში არსებულ მიდრეკილებას და მისწრაფებას დასავლური სამყაროსადმი, ქრისტიანული სამყაროსადმი, რომლის ბუნებრივი ნაწილიც ჩვენ ვართ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ისტორიულ გეზს ღალატობენ, ჩვენს არჩეულ გზას ღალატობენ, უნდა მივუჩინოთ ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი”. - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.