პრემიერი ამტკიცებს, ანაკლიის კონსორციუმთან დავა სახელმწიფომ "მოიგო"
საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებითს ახელმწიფოსთან დავა წააგო.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედევად, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო, მამუკა ხაზარაძემ პროექტი ჩააგდო.
გაკადნიერდა და იქით უჩივლა სახელმწიფოს. სახელმწიფოსგან ითხოვდა მილიონებს იმ ვითომ მიყენებული ზიანისთვის, რომელიც მან თითქოს მიიღო სახელმწიფოსგან. არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. დამარცხდა ხაზარაძე იმის გამო, რომ მან ჩააგდო ანაკლიის უმნიშნელოვანესი პროექტი. ამ პროექტის გამო ჩვენ კონსტიტუციაც კი შეცვალეთ იმის გამო, რომ ხაზარაძეს გაადვილებოდა ინვესტორების მოზიდვა, თუმცა მან ვერცერთი ინვესტორი ვერ მოიზიდა და ეს ყველაფერი დაადგინა სათანადოდ არბიტრაჟმა, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ADC-ის სარჩელზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ურთიერთბრალდებების საგანი ხდება. იუსტიციის მინისტრი გუშინ ამტკიცებდა, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან დავა ხელისუფლებამ მოიგო.
მინისტრის განცხადებას პარტია "ლელოში" უპასუხეს. ოპოზიციურ პარტიაში განმარტეს, რომ რატი ბრეგაძე ტყუის და რეალურად არც ანაკლიის კონსორციუმის და არც მთავრობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.