ირანიდან დაბრუნებული კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველო- აშშ-ს ურთიერთობებს გადატვირთვა ესაჭიროება

31.07.24 12:39
ირანიდან დაბრუნებული კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველო- აშშ-ს ურთიერთობებს გადატვირთვა ესაჭიროება

ირანიდან დაბრუნებული ირაკლი კობახიძე ისევ ამბობს, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს გადატვირთვა ესაჭიროება და ამ კუთხით "ქართული ოცნება" მოლოდინის რეჟიმშია. პრემიერი ამბობს, რომ ამ გადატვირთისთვის მზად არიან და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორისგან ელოდებიან. 

ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, რომ რაც სეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. თქვენ იცით, რომ გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიეღთობებს ესაჭიროება გადატვირთვა. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად მზად, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, როგორც კი შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგმული იქნება, მაშინვე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში, - განაცხადა კობახიძემ. 

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ვაშინგტონში საქართველოზე, უნგრეთზე და უკრაინაზე იმსჯელა. სხდომა, რომელიც გუშინ გაიმართა, შაჰინმა მოიწვია. სენატის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ჯიმ ობრაიენი იყო, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.  

უცხოელმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლებას მორიგ ჯერზე მწვავე გზავნილებით მიმართეს და სანქციების ახალი პაკეტი დაუანონსეს. 

მსგავსი სიახლეები