ეს არ არის "მეგობარი აქტი", ეს "დაუძინებელი" მეგობარი აქტია - ირაკლი კობახიძე აშშ-ს დოკუმენტზე
"დაუძინებელი მეგობარი აქტი", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერი საქართველოსთან დაკავშრებით აშშ- შემუშავებულ დოკუმენტს. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამ აქტის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შანტაჟია. მისი თქმით, ურთიერთობების გადასატვირთად საქართველოს აშშ-გან რეალური შემხვედრი ნაბიჯები სჭირდება.
სინამდვილეში, თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა მეგობარი აქტი, არამედ ეს არის "დაუძინებელი" მეგობარი აქტი. ასე უნდა ერქვას ამ აქტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს. არ შეიძლება აქტს დაარქვა მეგობარი აქტი და ამ აქტის მთავარ მიზნად აქციო შანტაჟი. ეს, თავისთავად, არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთას, მითუმეტეს, იმ ფონზე, რომ 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში. თქვენ გახსოვთ წინა ელჩის ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე, ჩვენ გვჭირდება რეალური შემხვედრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთერთობები გადაიტვირთოს, - ამბობს კობახიძე.