"სპეკულაციაა" - კობახიძე ირანში ვიზიტსა და ჰამასის ლიდერებთან გვერდით დგომაში პრობლემას ვერ ხედავს
პრემიერი ირანში ვიზიტსა და ჰამასის ლიდერების გვერდით დგომაში პრობლემას ვერ ხედავს. ირანიდან დაბრუნებული კობახიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნული თემა "სპეკულაციაა", რომლის გავრცელებაც პირადად ნინო ლომჯარიას დაავალეს.
ეს მარტივი სპეკულაციაა. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორ მითხრეს, თვითნ ლომჯარიას ჰქონდა დავალებული ამ თენის აწევა, თუმცა მაინც და მაინც დიდი წარმატება ამისთვის არ აქვს. ლომჯარიები არიან სომხეთშიც, თუმცა სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ, რატომ? იმიტომ, რომ სომეხ ლმჯარიებს არ დაავლეს იგივე თემა, რაც დაავლეს ქართველ ლომჯარიას, - ამბობს კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.