არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო - მანჯგალაძე
"ქართული ოცნება" სერიოზულ ხიფათად და სირცხვილად იქცა საქართველოსთვის - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას მიზანმიმართულად ცდილობს.
თუნდაც ის, რომ ირაკლი კობახიძე თავს იწონებდა ირანში დემოკრატიის მტერ და რამდენიმე ტერორისტად გამოცხადებულ ლიდერთან ერთად, არის ნათელი დადასტურება, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს ურთიერთობების გაფუჭებას ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან რაც სულ უფრო მეტად აქცევს იზოლაციაში და სიღარიბეში საქართველოს.
თუმცა, არსებობს გამოსავალი და ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები სადაც ერთიანობით იმარჯვებს საქართველო.” - განაცხადა მანჯგალაძემ.
ბოლო სამ თვეში უკვე მეორედ ირაკლი კობახიძე ირანში ჩავიდა. ჯერ იყო 23 მაისის საეჭვო ვიზიტი ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის დღეს, ახლა კი საქართველოს პრემიერი ქვეყნის ახალი მეთაურის ინაუგურაციას ესწრება. კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს შეხვდა.