კონკრეტული ქვეყნის პროტოკოლში ვერცერთი სტუმარი ვერ ჩაერევა - ოდიშარია კობახიძის ირანში ვიზიტზე

31.07.24 13:29
კონკრეტული ქვეყნის პროტოკოლში ვერცერთი სტუმარი ვერ ჩაერევა - ოდიშარია კობახიძის ირანში ვიზიტზე

პრემიერის შემდეგ ბექა ოდიშარიად ამტკიცებს, რომ თემა, რომელიც კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით გაგვცრელდა, სპეკულაციაა. საქმე ეხება ფოტოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს პრემიერი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჰამასის ლიდერების გვერდზე დგას. 

ბექა ოდიშარია ამბობს, რომ კონკრეტული ქვეყნის პროტოკოლში ვერცერთი სტუმარი ვერ ჩაერევა და ვერ გასაზღვრავს, ამა თუ იმ ღონისძიებაზე რომელი სტუმარი სად უნდა იდგეს. 

ვერასდროს სტუმარი ვერ ჩაერევა პროტოკოლში და ვინ იდგება, რამდენი რიგის იქით თუ რამდენი ადამიანის და ლიდერის შემდგომ, ამას ვერცერთი სტუმარი ვერ გააკონტროლებს. ასე არ ხდება სამყაროში. აქ არაფერი ტრაგიკული და ამის ბმა არის აბსოლუტურად სპეკულაციური. ერთ დარბაზში ლავროვთან ერთად ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი მდგარა და არაერთხელ მათ შორის უკრაინული კამპანიის პერიოდში და სულაც არ შერცხვენიათ და მათ და არც სხვათაშორის, მათ ქვეყნებში საზოგადოებას დაუმუნათებია ისინი ამისათვის. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ვერაგი და საკუთარი ქვეყნის მტერი ოპოზიცია არ ჰყავთ ამ ადამიანებს საკუთარ ქვეყნებში, - ამბობს ბექა ოდიშარია. 

მსგავსი სიახლეები