კობახიძე შანსს არ უშვებს ხელიდან, შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც ალბათ ინსტრუქტაჟს უტარებენ მას - სამადაშვილი

31.07.24 13:36
კობახიძე შანსს არ უშვებს ხელიდან, შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც ალბათ ინსტრუქტაჟს უტარებენ მას - სამადაშვილი

კობახიძე შანსს არ უშვებს ხელიდან, შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც ალბათ ინსტრუქტაჟს უტარებენ მას, - ასე ეხმიანება "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის ირანშ ვიზიტს. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ რუსეტთან პირადპირ ხაზზე არა მარტო ივანიშვილი, არამედ საქართველოს პრემიერიცაა, რომელიც იღებს მითითეთებს, რა უნდა გააკეთოს საქართველოს სუვერენიტეტის ოკუპანტისთვის გადასაბარებლად.  

სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები. მსგავსი ღონისძიებები არის ალბათ კარგი შესაძლებლობა, რომ მაღალ დონეზე შევხდნენ კობახიძეს და დაარიგონ შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად. მე არ მგონია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკონტაქტება რუსეთი, ვფიქრობ,რ ომ კობახიძესთანაც პირდაპირ ხაზზეა და ამიტომ ვფიქრობ, რომ კობახიძე შანსს არ უშვებს ხელიდან იყოს იქ, სადაც შეიძლება შეხვდეს რუსეთის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებს, რომლებიც ალბათ პირადად ინსტრუქტაჟს უტარებენ მას რა უნდა გააკეთოს. თეირანი ასეთი შესაძლებლობა იქნებოდა კობახიძისთვის, - ამბობს სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები