"მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა" - მიხეილ დაუშვილი კობახიძის ირანში ვიზიტზე
"მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა" - ასე აფასებს "საქართელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პრემიერის ირანში ვიზიტს, სადაც ის ჰამასის ლიდერებთან ერთად გამოჩნდა.
ოპოზიციის წევრის თქმით, ირაკლი კობახიძისგან, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადა, გასაკვირი აღარაფერია.
ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს, თუმცა არ გამიკვირდა, იმიტომ, რომ ეს ის კობახიძეა, რომელიც იგივე აშშ-ს მტრად მოიხსენიებს და ის ირაკლი კობახიძეა, რომელიც მათ ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანაში უნდათ მეორე ფრონტი და ა.შ. პირდაპირ, ფაქტობრივად, მტრად გამოგვიცხადა ყველაზე ახლო მეგობრები, ვინც ჩვენი სუვერენიტეტის ერთ-ერთი მთავარი დამცველია და იყო თავიდანვე. მძიმე სანახავი იყო, მაგრამ არ გამიკვირდა, - ამბობს დაუშვილი.