ოჩამჩირის სამხედრო ბაზა რუსული გემების მისაღებად ემზადება - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ
ოჩამჩირის სამხედრო ბაზა რუსული გემების მისაღებად ემზადება. პორტის შენებლობა, პარტიკულად, დასრულებულია. იქ სამუშოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ინფორმაცია და სატელიტურ ფოტოები დღეს საგამოძიებო ჯგუფმა „ბილინგატმა გაავრცელა.
ოკუპირებულ საქართველოში რუსული პორტი იმდენად მასშტაბურია, რომ ერთდროულად 5 სამხედრო გემს და 8 სამხედრო წყალქვეშა ნავს მიიღებს - ამბობენ ექსპერტები და აცხადებენ, რომ ოკუპანტებს ტერიტორიის გამოყენება საბრძოლო მოქმდებებსითვის სურთ.
დაახლოებით 8 სამხედრო გემი და 5 წყალქვეშა ნავი განლაგდება, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, უკრაინის მხრიდან ოჩამჩირის სამხედრო ბაზა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია ხდება ლეგიტიმური დარტყმის ობიექტი და დიდი ალბათობით, ეს დარტყმა მიყენებული იქნება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, - ამბობს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდოომარე პაატა დავითაია.
ამ ყველაფერის ფონზე კი "ოცნება" დუმილის რეჟიმშია და კრიტიკული განცხადების გაკეთებასაც კი ვერ ბედავს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.